top of page

ორდღიანი ტური ხევსურეთში

მოკლე აღწერა

 

- გასვლა თბილისიდან (08:00 სთ)

 

გზად გავივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის არაგვის ხეობას. მოვინახულებთ კორშის ხევსურულ მუზეუმს, სოფლებს: ბისო (ალუდა ქეთელაურის სამშობლო), გუდანი (მდებარეობს ხევსურების ძირითადი სალოცავები), ხახმატი (მოედინება “ვეძა”,მინერალური წყალი), გადავლახავთ დათვისჯვრის უღელტეხილს, ვნახავთ კისტნის და ლებაისკრის საბრძოლო ქვითკირებს (კოშკებს), არღუნის ხეობით შევალთ შატილში.

 

დავლაშქრავთ ციხე – ქალაქებს : შატილს, მუცოს (მუცომდე გზად: სოფ.მუცოსჭალა, ხანიისძირი), ანატორს (მკვდარი სოფელი, აკლდამები, საზღვარი ჩეჩნეთთან)

ჩვენთან, სეზონის განმავლობაში, ორდღიანი, ნაკრები ტურის ორგანიზება ხდება თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, სადაც შეგიძლიათ ჩაეწეროთ თქვენ და თქვენი მეგობრები. ასევე,ტური განკუთვნილი არის კორპორატიული, შემდგარი ჯგუფებისთვის.

  •  ფასი დაანონსებულ ტურზე - კარვის მსურველთათვის კაცზე 90 ლარი, სასტუმროთი 110 ლარი.

  • ფასი კორპორატიულ ტურზე -  ჯგუფებისთვის, რომელიც უკვე შემდგარია და მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 15 – 18 მონაწილეს, ჩვენთან მოქმედებს 10 % ფასდაკლება!

შენიშვნა! გთხოვთ გაეცნოთ ტურს დეტალურად, სადაც გაწერილი არის ყველაფერი დაწვრილებით და მოიცავს თქვენთვის საჭირო ყველა ინფორმაციას.

ტურში ჩასაწერად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე!

 

დავბინავდებით შატილში, საუკეთესო ხედით ციხე-ქალაქზე.

 

  • ტრანსპორტი - გზების სირთულის მიხედვით შერჩეული მიკროავტობუსი, შატილის გზებზე გამოცდილი მძღოლით. 

  • გამყოლი (ქართულენოვანი) – გამოცდილი, ინფორმირებული, ადგილობრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაგიძღვეთ როგორც მასპინძელი და თავიდან აგარიდოთ მთის მკაცრ პირობებთან დაკავშირებული ყველა მოულოდნელობა.

  • კარვების ბანაკი - ორტენტიანი, სრული მოწყობილობით აღჭურვილი კარვები საძილე ტომრებით. ბანაკის ტერიტორია განკუთვნილია სპეციალურად ShatiliTour-თვის, სადაც გექნებათ მთასთან შესაბამისი ყველა საჭირო პირობა.

  • სასტუმრო – ორდღიანი ტურისთვის შესაბამისი, სტანდარტული საოჯახო სასტუმრო / სასტუმრო კოშკი.

  • კვება – ნაწილობრივ (მწვადი, ხევსურული ხაჭაპურები – “კეცეულები” და სხვა… ).

bottom of page