
აბუდელაურის ტბები
NEWS! – ექსკლუზიურად ShatiliTour-ისგან!
- გასვლა თბილისიდან (08:00 სთ)
დღე - პირველი
გზად გავივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობას, მოვინახულებთ კორშის ხევსურულ მუზეუმს. ვნახავთ სოფელ ღულს, ქმოსტის სალოცავს, სამანქანო გზით მივალთ სოფელ როშკამდე. გზა სოფელი კორშიდან სოფელ როშკამდე სიმაღლეზე ერთბაშად ასვლის პროცესია, რაც თავისთავად ძალიან საინტრესოს ხდის მგზავრობას გამორჩეული კლიმატითა და მრავალფეროვანი ხედებით.
დავბინავდებით სოფელ როშკაში, საოჯახო სასტუმროში/კარვებში, რის შემდეგაც საშუალება გვექნება ვნახოთ იახსრის კლდე, სალოცავი და უძველესი ეკლესია.
დღე – მეორე
სოფელი როშკიდან ტბებამდე მანძილი იფარება ფეხით, რაც დაახლოებით 6 – 7 კილომეტრია. გზის ეს მონაკვეთი დატვირთულია ემოციებით, ადრენალინით და დაუვიწყარი თავგადასავლებით. ვნახავთ სამივე ტბას ლურჯს, მწვანესა და თეთრს, შესაძლებლობა გვექნება მოვიაროთ ჭიუხების მიმდებარე ტერიტორია. დასვენებისა და ბუნებაში წახემსების შემდეგ დავეშვებით ბილიკზე სოფელი როშკისკენ, სადაც დაგვხვდება ჩვენი მიკროავტობუსი და ჩამოგვიყვანს გასვლის ადგილზე,თბილისში.
ჩვენთან, სეზონის განმავლობაში, ლაშქრობები აბუდელაურის ტბებზე იგეგმება ნებისმიერი შემდგარი ჯგუფისათვის, რომელის რაოდენობაც შედგება 10 - 18 მონაწილისგან. მეტის შემთხვევაში შესაბამისად ემატება მეორე ჯგუფი და ა.შ.
-
17 – 19 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე 90 ლარი, კარვის მსურველთათვის 60 ლარი.
-
14 – 16 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე 95 ლარი, კარვის მსურველთათვის 65 ლარი.
-
10 – 13 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე 105 ლარი, კარვის მსურველთათვის 75 ლარი.
შენიშვნა! კორპორატიულ, ერთიან ჯგუფს შეუძლია ტურში შეიტანოს ცვლილებები, მაგალითად ტურიდან ამოიღოს კვება, რაც ფასზე გავლენას ახდენს, ამცირებს.
რითი ჯობია ტურის ეს ვერსია წინა, გავრცელებულ, სტანდარტულ ვერსიას?
წინა ვერსიისგან განსხვავებით ჩვენ შეგვიძლია (დროის სწორად განაწილების ხარჯზე) ვნახოთ სხვა ადგილებიც და ვნახოთ უფრო ნაყოფიერად. შეგვიძლია დავანთოთ სამწვადე კოცონი, რადგან სოფელ როშკაში არის ტყე, ტბებზე არა. მოულოდნელი დელგმის,წვიმის მოსვლის შემთხვევაში ვიქნებით გაცილებით დაცულები (სოფელში). დავზოგავთ ძალიან ბევრ ენერგიას რაც უფრო სასიამოვნოს გახდის ჩვენს შთაბეჭდილებებს. არ მოგვიწევს მძიმე ტვირთის (კარვების,საძილეების,საჭირო ინვენტარის) ტარება ტბებამდე, 6-7კილომეტრიან აღმართზე. მეორე დღეს ფეხით სიარულით დაღლილებს შეგვეძლება ჩვენს სახლებში დავისვენოთ და ა.შ. …
მსურველები დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე!
![]() |
---|
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |