top of page

სამდღიანი ტური ხევსურეთში
მოკლე აღწერა
- გასვლა თბილისიდან (08:00 - 09:00 სთ)
გზად გავივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის არაგვის ხეობას. მოვინახულებთ კორშის ხევსურულ მუზეუმს, სოფლებს: ბისო (ალუდა ქეთელაურის სამშობლო), გუდანი (მდებარეობს ხევსურების ძირითადი სალოცავები), ხახმატი (მოედინება “ვეძა”,მინერალური წყალი), გადავლახავთ დათვისჯვრის უღელტეხილს, ვნახავთ კისტნის და ლებაისკრის საბრძოლო ქვითკირებს (კოშკებს), არღუნის ხეობით შევალთ შატილში.
დალაშქრავთ ციხე ქალაქებს : „შატილი“ (შემოგარენით), „მუცო“, „არდოტი“, მკვდარი სოფელი –„ანატორი““, „ სასვავისგორი “, „ ქაჩუ “ (ციხე-სიმაგრე)
ტური განკუთვნილია შემდგარი ჯგუფებისათვის და ფასი განისაზღვრება მსურველთა რაოდენობით!
მსურველები დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე!
დავბინავდებით შატილში, საუკეთესო ხედით ციხე-ქალაქზე.
-
ტრანსპორტი - მერსედესის მარკის, კომფორტული მიკროავტობუსი, შატილის გზებზე გამოცდილი მძღოლით. (მიკროავტობუსი შერჩეულია გზების სირთულის მიხედვით)
-
გამყოლი (ქართულენოვანი) – გამოცდილი, ინფორმირებული, ადგილობრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაგიძღვეთ როგორც მასპინძელი და თავიდან აგარიდოთ მთის მკაცრ პირობებთან დაკავშირებული ყველა მოულოდნელობა.
-
კარვების ბანაკი - ორტენტიანი, სრული მოწყობილობით აღჭურვილი კარვები საძილე ტომრებით. ბანაკის ტერიტორია განკუთვნილია სპეციალურად ShatiliTour-თვის, სადაც გექნებათ მთასთან შესაბამისი ყველა საჭირო პირობა.
-
სასტუმრო – ორდღიანი ტურისთვის შესაბამისი, სტანდარტული საოჯახო სასტუმრო / სასტუმრო კოშკი.
-
კვება – სამჯერადი (ხევსურული ხინკალი, მწვადი, ხევსურული ხაჭაპურები – “კეცეულები” და სხვა… ).
![]() |
---|
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
bottom of page