top of page

პირადი აღჭურვილობა ლაშქრობისას:
ტანსაცმელი:ზაფხულის საშუალო სირთულის ლაშქრობისას ტურისტს უნდა ეცვასმსუბუქად და მოხერხებულად. ტანსაცმელი არ უნდა იყოს ნაოჭიანი, არც განიერი და ვიწრო.
რეკომენდირებულია ელასტიური ტანსაცმელი, ხოლო შარვლები ჯინსის ან მჭიდრო ქსოვილის.დაუშვებელია ფლანელის, ბაიკის შარვლები რადგან გვიან შრება და დასველებისას მძიმდება. შარვალი უნდა იძლეოდეს განიერი ნაბიჯების გაკეთების საშუალებას.
ფეხსაცმელი:
ლაშქრობისას იყენებენ კოჭებამდე სიმაღლის ბათინკებს, მაგრამ თუ ლაშქრობა ერთდღიანია და მარტივი სირთულის, ამ შემთხვევაში უმჯობესია ბოტასი. დაუშვებელია გაუსინჯავი, ახლადნაყიდი ფეხსაცმლით წასვლა. თუ ლაშქრობა 2 ან მეტ დღიანია, თან უნდა გვქონდეს შემცვლელი ფეხსაცმელი.
ზურგჩანთას მოეთხოვება წყალგაუმტარობა და სიმსუბუქე. ის უნდა იყოს მდგრადი და ზურგზე მორგებული. კარგია თუ ზურგის მხარეს ექნება დაბამბული გვერდი, რომ სიმძიმემ ზურგი არ გვატკინოს, უნდა შევამოწმოთ სამხრეები, რომელიც ჯობია იყოს ფართო და რბილი. არსებობს ზურგჩანთების ჩალაგების წესი, რომელიც ითვალისწინებს მზიმე საგნების ჩალაგებას ძირს და მსუბუქი საგნების მოთავსებას ზევით.
bottom of page