top of page

ერთდღიანი ტური ხევსურეთში
მოკლე აღწერა
- გასვლა თბილისიდან
გზად გავივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის არაგვის ხეობას. მოვინახულებთ კორშის ხევსურულ მუზეუმს, სოფლებს: ბისო (ალუდა ქეთელაურის სამშობლო), გუდანი (მდებარეობს ხევსურების ძირითადი სალოცავები), ხახმატი (მოედინება “ვეძა”,მინერალური წყალი), გადავლახავთ დათვისჯვრის უღელტეხილს, ვნახავთ კისტნის და ლებაისკრის საბრძოლო ქვითკირებს (კოშკებს), არღუნის ხეობით შევალთ შატილში.
დავლაშქრავთ ციხე–ქალაქ შატილს და ანატორს (მკვდარი სოფელი, აკლდამები, საზღვარი ჩეჩნეთთან)
ჩვენთან, სეზონის განმავლობაში, ერთდღიანი ექსკურსიები ხევსურეთში იგეგმება ნებისმიერი შემდგარი ჯგუფისათვის, რომელის რაოდენობაც შედგება 10 - 18 მონაწილისგან. მეტის შემთხვევაში შესაბამისად ემატება მეორე ჯგუფი და ა.შ.
ერთდღიანი ტურის ფასი ითვლება ინდივიდუალურად, ტურში მონაწილეთა რაოდენობისა დ ა პირობებზე შეთანხმების მიხედვით. 40 ლარიდან...
შენიშვნა! კორპორატიულ, ერთიან ჯგუფს შეუძლია ტურში შეიტანოს ცვლილებები, მაგალითად ტურიდან ამოიღოს კვება, რაც ფასზე გავლენას ახდენს, ამცირებს.
მსურველები დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე!
მომსახურებაში შედის :
-
ტრანსპორტი - მერსედესის მარკის, კომფორტული მიკროავტობუსი, შატილის გზებზე გამოცდილი მძღოლით. (მიკროავტობუსი შერჩეულია გზების სირთულის მიხედვით)
-
გამყოლი (ქართულენოვანი) – გამოცდილი, ინფორმირებული, ადგილობრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაგიძღვეთ როგორც მასპინძელი და თავიდან აგარიდოთ მთის მკაცრ პირობებთან დაკავშირებული ყველა მოულოდნელობა.
-
კვება – (სურვილისამებრ)
![]() |
---|
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
bottom of page